ჩეხეთი რუსული ნავთობის მომარაგებისგან სრულიად დამოუკიდებელი გახდა

პირველად ისტორიაში, ჩეხეთი რუსული ნავთობის მომარაგებისგან სრულიად დამოუკიდებელი გახდა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. განცხადებას ადგილობრივი მედია ČTK ავრცელებს.
როგორც პრემიერმა აღინიშნა, ეს TAL ნავთობსადენის სიმძლავრეების მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ მოხდა, რომლებიც დასავლეთიდან შემოდის. ფიალას თქმით, მილსადენით მიწოდებული ნავთობის პირველი გაზრდილი მოცულობები უკვე ჩავიდა ჩეხეთის ცენტრალურ ნავთობსაცავში.
ჩეხეთს ამჟამად შეუძლია დასავლური მილსადენებიდან წელიწადში 8 მილიონ ტონამდე ნედლი ნავთობის გადატუმბვა, რაც სრულად დაფარავს ჩეხეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოხმარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა, თითქმის მთლიანად გამცვივდა თმები, გამიჩნდა სუნთქვის პრობლემები – მოვითხოვე ანალიზის აღება, მაგრამ უარით გამომისტუმრეს