ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დიდი მატჩები – “რეალმა” “სიტის”, ხოლო “ბაიერნმა” “არსენალს” სძლია [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები ჩატარდა და ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა.
პირველი შეხვედრები ფრედ დასრულდა და დღევანდელი თამაშებიც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა.
„რეალმა“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. სტუმრები როდრიგომ დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები განუწყვეტლივ უტევდნენ, დე ბრუინმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ექსტრა ტაიმებში გოლი არ გავიდა, პენალტების სერიაში კი “სამეფო გუნდმა” იმარჯვა.
„ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე „არსენალს“ კიმიხის გოლით 1:0 სძლია და 2020 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში – მაშინ ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მანჩესტერ სიტი – რეალი 1:1 (პენ 3:4)
გოლები: 0:1 როდრიგო (12), 1:1 დე ბრუინი (76)
ბაიერნი – არსენალი 1:0
გოლი: კიმიხი (63)
. ნახევარფინალური წყვილები გაირკვა: პსჟ – „დორტმუნდი“ და „რეალი“ – „ბაიერნი“. პირველი მატჩები 30 აპრილს და 1-ელ მაისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები 7 და 8 მაისს.
. „რეალის“ შემტევი როდრიგო მეცხრე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლი გაიტანა.
. „არსენალმა“ ბოლო 3 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო – ორი წაგება და ერთი ფრე.
. „ბაიერნის“ მწვრთნელმა ტუხელმა თავისი გუნდები უკანასკნელ ხუთ წელიწადში მესამედ გაიყვანა 1/2-ფინალში.
. “ბაიერნის” მეკარე ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე 58-ე მშრალი მატჩი ჩაატარა და კასილიასის რეკორდი დაამხო.