ანჩელოტი: ნახევრად კმაყოფილი ვარ, “ბაიერნმა” ჩვენზე უკეთესად ითამაშა

გუშინ, 30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, “ბაიერნმა” “რეალს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“შეხვედრის ბოლო წუთებზე ჩვენ უფრო მეტი ენერგია გვქონდა, თუმცა ნახევრად კმაყოფილი ვარ. “ბაიერნმა” თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში.
მეორე თამი ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავისჯებით”, – განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 8 მაისს გაიმართება.