მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 150-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქცია კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს მოიცავს: ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია; ელექტროკარდიოგრამა; გულის ექოსკოპია; ლაბორატორიული კვლევები.
„ბენეფიციარები მიიღებიან 10:00 საათიდან. მისამართ: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 149 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. უფასო სამედიცინო მომსახურება 13 140 ბენეფიციარს გაეწია.
სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
