ჩანაცვლდება თუ არა ეროვნული გამოცდები? – სკოლებში ე.წ ეროვნულ შეფასებს დააბრუნებენ?!

მთავრობა სკოლებში ე.წ ეროვნული შეფასების დაბრუნებას აპირებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია, ბავშვის, მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის, სამინისტროს და მთელი ქვეყნისათვის:
„ალბათ ყველა თანხმდება, რომ სკოლებში აუცილებელია დავაბრუნოთ ე.წ ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ მასწავლებელმა იცოდეს რა შედეგებზე გადის ის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, განათლების სამინისტროს, სისტემის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ აქტიურად დავიწყეთ პროცესი, რომელიც გულისხმობს, პირველ ეტაპზე მე-6 და მე-9 კლასებში შემოვიღოთ ე.წ სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომელიც სისტემას მისცემს ნათელ სურათს, თუ როგორ ვითარდება, რა დახვეწა და განვითარება სჭირდება სწავლას. ასევე გვინდა მე-12 კლასში უკვე იყოს განმსაზღვრელი შეფასება. ვფიქრობთ, შეფასებაში მოაზრებული იქნება ბავშვის ტრანზიციას სკოლიდან უმაღლეს ან პროფესიულ განათლებაში.
ჩვენ დღეს ვთქვით, რომ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ეროვნულ შეფასებაზე. სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს არანაირი განმსაზღვრელი შეფასება. ახალი რეფორმით კი, სკოლა დაიბრუნებს თავის ძირეულ ფუნქციას. ეს აუცილებელია, რომ სასკოლო საზოგადოება ხედავდეს საკუთარი განვითარების კონტურებს.
რაც შეეხება იქნება თუ არა ეს ეროვნული გამოცდების ჩამნაცვლებელი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, თუ როგორი უნდა იყოს ბავშვის ტრანზიცია უმაღლეს განათლებაში. ამიტომ, ამის ასე დაანონსება, რომ ეროვნული გამოცდები ჩანაცვლდება, ამ ეტაპზე არ იქნება მართებული”

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს