ჩანადირი: თუ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, აღრიცხვაზე აიყვანე? უმკურნალე? არა? მაშინ შენც დანაშაულის ხელმშემწყობი ხარ

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

„ეს რა იციან ხოლმე მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის მშობლებმა და ახლობლემა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდაო.

მკვლელობის გამართლებაც კი მკვლელობის ტოლფასი მგონია.

თუ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, აღრიცხვაზე აიყვანე? უმკურნალე? ყურადღება მიაქციე? თვალს ადევნებდი მის ქმედებებს?

არა? მაშინ შენც დანაშაულის ხელმშემწყობი ხარ. თუ მართლა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა 20 წლის ბიჭს, ვინც ლილოში თანატოლი გოგო მოკლა და აღრიცხვაზე არ იყო, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება?“, – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქში.