ჩაკვეტაძისთვის სეზონი თითქმის სრულდება – ქართველის თამაში კვლავ საეჭვოა

გიორგი ჩაკვეტაძის თამაში ინგლისის ჩემპიონშიპის შემდეგ შეხვედრაში კვლავ საეჭვოა. ქართველის გუნდი 45-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “სანდერლენდს” დაუპირისპირდება.
sunderlandecho-მ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელიც ამ დაპირისპირებას გამოტოვებენ, ან მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ქართველმა ტრავმის გამო გასული ტურის შეხვედრაც გამოტოვა და ახლა ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, კვლავ საზარდულის პრობლემა აქვს და მისი თამაში სათუოა.
გიორგის გუნდის ბოლო ტურის მატჩი გასვლაზე “მიდლსბროსთან” 4 მაისსა ჩანიშნული, რის შემდეგაც ჩაკვეტაძეს მთლიანად ნაკრებზე კონცეტრირება შეეძლება.
ინფორმაციისთვის, ჩვენებურის მწვრთნელი მომავალ სეზონში კვლავ ტომ კლევერლი იქნება.