-ში ჯერჯერობით არ ადასტურებენ სირაძისა და „ხარებას“ გადადგომას

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ადასტურებენ ინფორმაციას ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას“) თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
მას შემდეგ, რაც დღეს, 28 მაისს, „ოცნების“ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა, სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმაც („ხარებამ“) დატოვეს.
თუმცა ნეტგაზეთს აღნიშნული ინფორმაცია -ში არ დაუდასტურეს.
აღსანიშნავია, რომ ცნობები გომელაურის გადადგომის შესახებ დიდი ხანია ვრცელდებოდა, თუმც ინფორმაციას „ქართული ოცნება“ უარყოფდა.
28 მაისს „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად თანამდებობაზე „ოცნების“ მთავრობამ გელა გელაძე დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება