შსს-ს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულია 14 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მიუთითებს, რომ პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე , 14 ადამიანი დააკავეს, ერთი პოლიციელი კი დაშავდა.
“სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც და მოუწოდა -ს, რომ არ შეეშალა ხელი შეკრების მონაწილეებისთვის აქციის მშვიდობიანი ხასიათის გამო.
პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა “რუსული კანონის“ მიღების მცდელობის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები გვიან ღამემდე არ იშლებიან. პარლამენტთან მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკა.იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დილიდან განიხილავდნენ რუსულ კანონს, რომლის მიზანიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვაა.„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“ — აცხადებს შსს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი კასიანოვი – ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ კანონს, ერთად უნდა დავიბრუნოთ აგრესორი სახელმწიფოს მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიები!