-მ ნადიმ ხმალაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილის, უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, გამოძიება “112”- ში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო:
„ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მასზე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე პატიმრობის ისჯება.
ნადიმ ხმალაძის ახლობლების ინფორმაციით, მისთვის უცნობი სამი პირი ხმალაძეს 24 ოქტომბერს სახლთან, 20:30 საათისთვის დაესხა თავს.
მას თავის არეში 3-4 სანტიმეტრის ჭრილობა აქვს მიყენებული. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ის ამბობდა, რომ ზუსტად არ ახსოვს, რა მოხდა – მოულოდნელად დააგდეს და, როგორც ახსოვს, თავში ურტყეს ფეხები.
ხმალაძე ფეისბუკზე წერს იმასაც, რომ თავდამსხმელებმა სახლის გასაღები წაიღეს.
ნადიმ ხმალაძე, – რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოში 2024 წლიდან დაბრუნდა და აქციებში აქტიურად მონაწილეობს.
ის მონაწილეობდა 4 ოქტომბრის აქციაშიც, რომლის გამოც ათობით ადამიანი დააკავეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ის 11 ოქტომბერს -ში გამოჰკითხეს კიდეც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში