-მა უარი უთხრა ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს მუშაობის დროს გამოწერილი ჯარიმის გაუქმებაზე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს უარი უთხრა პროფესიული საქმიანობის დროს გამოწერილი ჯარიმის გაუქმებაზე.
OC Media-ს დამფუძნებლისა და ფოტოგრაფის საჩივრის პასუხად მიღებულ დადგენილებაში ნახსენები არ არის, რომ ნიკურაძე იმ დღეს ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა.
ჯარიმა, რომლის გაუქმებაზეც -მა ჟურნალისტს უთრხა, 11 მარტს რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვას“ ეხება. ნიკურაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იმ დღეს, როგორც ყოველთვის, როცა აქციებს აშუქებს, ეკეთა პრესის აღმნიშვნელი ნიშანი და ჰქონდა ფოტოკამერა.
ნიკურაძის მსგავსად ჯარიმის გაუქმებაზე უარის წერილები მიიღეს:
· „მედია აპრილის“ დამფუძნებელმა და ჟურნალისტმა ხატია ღოღობერიძემ;
· „პუბლიკის“ ჟურნალისტმა ბასტი მგალობლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)