შსს: თუ არ დაემორჩილებიან პოლიციას, გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს. უწყება პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდებს, “დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს”.
“იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.
სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას” – აცხადებს .