ისრაელი მოუწოდებს ჰამასს რაფადან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყონ

მოუწოდებს პალესტინელებს ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფადან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყონ და სამშაბათამდე, 7 მაისამდე დაასრულონ. ისრაელი თითქმის ორი თვეა რაც რაფაში სახმელეთო სამხედრო ოპერაციას გეგმავს.
რაფაში გავრცელდა ტექსტური შეტყობინებები, სატელეფონო შეტყობინებები და ფლაერები არაბულ ენაზე, რომელიც იტყობინებოდა, რომ საჭიროა რაფას გარკვეული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
ჰამასის წარმომადგენლების თქმით, ევაკუაციის დაწყება საშიში ესკალაციაა და მას შედეგები მოჰყვება. მათი თქმით, მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების საკითხზე ჩაიშლება.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით რაფაში ჰამასის დანაყოფები აფარებენ თავს და ჰამასის განადგურების გარეშე ომი ვერ დასრულდება. რაფაში იმყოფება ასევე ღაზის სექტორიდან გაქცეული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, სავარაუდოდ, 1.5 მილიონ ადამიანამდე. საერთაშორისო გამოხმაურებების მიხედვით, რაფაში ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილის რისკებს ზრდის და რეგიონს უარესი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აყენებს.