შსს – ზვიად ხარაზიშვილმა ვარჯიშის დროს მიიღო დაზიანება, რის გამოც “ავერსის” კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე

ვარჯიშის დროს, ზვიად ხარაზიშვილმა მიიღო დაზიანება, რის გამოც “ავერსის” კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც შსს-ში განმარტავენ, ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმურ შემოწმებას.
„გავრცელდა სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმურ შემოწმებას.
ასევე, ვარჯიშის დროს, მან მიიღო დაზიანება, რის გამოც “ავერსის” კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე“, – აცხადებენ შსს-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია