შსს: აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, დაემორჩილეთ პოლიციელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერენ, რომ აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება და რუსული კანონის საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, დაემორჩილონ პოლიციელების მითითებებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”. – წერია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც ადამიანები რუსულ კანონს აპროტესტებენ.