თოვის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მიზეზი თოვა და დაბალი ტემპერატურაა.
რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტს, გზების დეპარტამენტის ცნობით, გადაადგილება თავისუფალია.