„შინაარსობრივად, საინვესტიციო სააგენტოსგან სახელმწიფო ბანკი იქმნება“ – აკაკი ცომაია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ინიციირებულ ცვლილებებზე

ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებების შედეგად, საინვესტიციო სააგენტოსგან ფაქტობრივად სახელმწიფო ბანკი იქმნება.
როგორც ეკონომისტი სოციალურ ქსელში წერს, მენეჯმენტი, საინვესტიციო საქმიანობა და მონიტორინგიც კი ერთ ხელში ექცევა.
„ხელისუფლების ახალი თავხედობა. ახალი კანონპროექტი დააინიცირეს. შინაარსობრივად, საინვესტიციო სააგენტოსგან სახელმწიფო ბანკი იქმნება. რუსული კანონის მერე არაფერი მიკვირს, მაგრამ პასუხი ამაზეც მოსათხოვია. საქმიანობის შინაარსსაც რომ თავი დავანებოთ, ყურადღება მიაქციეთ რა პრინციპით ინიშნებიან საინვესტიციო საბჭოს წევრები. სტრუქტურულად კი, მენეჯმენტი, საინვესტიციო საქმიანობა და მონიტორინგიც კი ერთ ხელში ექცევა“, – წელს აკაკი ცომაია.
ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის რადიკალური შეცვლა იგეგმება. საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო.