რუსული მხარის ინფორმაციით, კრასნოდარში, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა მოხდა

,,კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკ-კუბანში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა”,- ამის შესახებ სლავიანსკის რაიონის ხელმძღვანელმა, რომან სინიაგოვსკიმ განაცხადა.
,,18-19 მაისის ღამეს, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმის დროს, სლავიანსკ-კუბანში, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა”, – წერს ის სინიაგოვსკი „ტელეგრამ“ არხზე.
სინიაგოვსკის განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
მანამდე ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კრასნოდარის ტერიტორიის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 57 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ipn.ge