შიდა ქართლში 22 მაისს 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს – სასამართლო მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მსჯელობს.
გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა კაცმა მოზარდი ინტერნეტით გაიცნო და შემდეგ მის სანახავად ჩავიდა იმ დასახლებაში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2025 წლის პირველ სამ თვეში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, გარყვნილი ქმედების ფაქტზე 2025 წელს 29 საქმეა აღძრული, 16 წლამდე ასაკის მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის მუხლით კი 22 საქმეზეა გამოძიება დაწყებული.
