“შვილი მიკვდება, გთხოვთ თურქეთში გადაყვანაში დამეხმარეთ” – რას ითხოვს 18 წლის შშმ პაციენტის ოჯახი

მთავრობის ადმინისტრაციასთან 18 წლის შშმ პაციენტის ოჯახის წევრები იკრიბებიან – მძიმე დიაგნოზით კლინიკის რეანიმაციაში მოთავსებული გიორგი დავითურის დედა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვს.
მაია ბარათაშვილი “ოცნების” პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს დახმარებას და შვილის თურქულ კლინიკაში გადაყვანას თხოვს.
“შვილი მყავს რეანიმაციაში დატოვებული, სადაც სრულიად უმიზეზოდ, სასიკვდილო რომ არაფერი სჭირდა, მოვხდით კლინიკაში და მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ დრეს უვკე სიცოცხლეს ებრძვის. მივმართავ პრემიერ მინისტრს, ჰყავს შვილები და ალბათ იცის, რა არის შვილი, ძალიან გთოვთ, ან მოხვიდეთ და გვნახოთ,დ აგველაპარაკოთ, ან ბავშვი გადამაყვანინოთ სასწრაფოდ თურქეთის კლინიკაში, სადაც გადამირჩენენ შვილს. მეტ არაფერს ვითხოვ. სამ დრეში ბავშვი კიკვდილის პირას მიიყვანეს და არვიცი, აქედან რომ მივალ, დრეს საღამოს იქნება თუ ხვალ, რას გაგვაგებინებენ,” – მიმართავს 18 წლის ბიჭის დედა კობახიძეს.
ოჯახი ამბობს, რომ დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო, მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, საათობრივად უარესდება და ერთადერთი გამოსავალი პაციენტისს თურქეთში გადაყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ