შვეიცარიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა გამო 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა

შვეიცარიის პრეზიდენტმა გი პარმელენმა კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ხანძარი ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა ქვეყნის ისტორიაში.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 115 დაშავდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა იდენტიფიცირებას, შესაძლოა, რამდენიმე დღე, ან კვირა დასჭირდეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.