შვეიცარიამ მადუროსა და მასთან დაკავშირებული პირების აქტივები გაყინა

შვეიცარიამ ნიკოლას მადუროსა და მასთან დაკავშირებული პირების აქტივები ოთხწლიანი ვადით გაყინა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიას გაყინული აქტივების ღირებულება არ დაუკონკრეტებია.

“ფედერალურ საბჭოს სურს უზრუნველყოს, რომ არსებულ ვითარებაში უკანონოდ მოპოვებული ნებისმიერი აქტივი შვეიცარიის ფარგლებს გარეთ ვერ იქნას გადატანილი” – ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, აქტივების გაყინვა არ ეხება ვენესუელის ამჟამინდელი მთავრობის არცერთ წევრს.

შვეიცარიის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ “თუ მომავალ სამართლებრივ პროცესებში დადგინდება, რომ თანხები უკანონოდ არის მოპოვებული, შვეიცარია შეეცდება უზრუნველყოს, რომ ისინი ვენესუელის ხალხის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული”.

შეგახსენებთ, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, -ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს და ხომალდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია