შვედეთის და უნგრეთის ლიდერების შეხვედრა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

შვედეთის პრემიერ მინისტრმა ულფ კრისტერსონმა უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანს მიპატიჟებაზე უპასუხა და თქვა, რომ მზად არის მომავალ კვირას მას ბრიუსელში შეხვდეს. შვედეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე, მალე ამ ბოლო დაბრკოლებასაც გადალახავს. განცხადება სტოკჰოლმმა ხუთშაბათს, 25 იანვარს გაავრცელა.
შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი პირველად 2022 წელს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და იქ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ფინეთთან ერთად გამოთქვა. ფინეთი ნატოს 31-ე წევრი ალიანსის 74-ე იუბილეზე, გასული წლის აპრილში გახდა. მაგრამ, შვედეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება თურქეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს.
23 იანვარს, თურქეთის პარლამენტმა შვედეთს მწვანე შუქი აუნთო. ახლა საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა უნდა მოაწეროს. ამის შემდეგ, მხოლოდ უნგრეთი დარჩება ნატოს ერთადერთ წევრად, რომელსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანება არ დაუმტკიცებია.
უნგრეთმა თქვა, რომ არ იქნებოდა ბოლო მოკავშირე, რომელიც ამ გადაწყვეტილების რატიფიკაციას მოახდენდა. თუმცა, პარლამენტი ბუდაპეშტში თებერვლის შუა რიცხვებამდე ისვენებს. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 23 იანვარს განაცხადა, რომ მან მიიწვია თავისი შვედი კოლეგა, მისი ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების გასამართად. უნგრეთი თურქეთთან ერთად, ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ რუსეთთან და მის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან

თამო კეშელავა: რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, სავარაუდოდ და ღმერთი არ გაგიწყრეთ – ინც ქართველ ერს შეურაცხჰყოფს, ქვეყანაში არ შემოუშვათ! რაკი ეგ კომისიაც შექმენით, პასუხისმგებლობაც ახლა ორმაგად თქვენზეა, ოცნებავ