შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან თიბისი კონცეპტში

შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან კონცეპტში
თიბისის კონცეპტი, ქეთი კაპანაძის გამოფენის „საწამლავი წყვილისთვის“ ფარგლებში, 27 აპრილს, 15:00 საათზე ხელოვან ქეთი კაპანაძის და კურატორ ირინა პოპიაშვილის შეხვედრას მასპინძლობს.
ხელოვანი და კურატორი ისაუბრებენ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენის შესახებ, რომელსაც ს მულტიფუნქციურ სივრცე მასპინძლობს. შეხვედრაზე განიხილავენ ხელოვანის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს – მათი შექმნის ისტორიას, კონტექსტსა და მნიშვნელობას.
თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც ქეთი კაპანაძემ, თითქმის 40 წლიანი შემოქმედების განმავლობაში, შექმნა.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.
ირინა პოპიაშვილი არის ხელოვნებათმცოდნე და კურატორი.
2013 წლიდან არის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი და უნივერსიტეტის პროფესორი.
2013-2017 წლებში იყო Popiashvili Gvaberidze Window Project-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2017 წლიდან არის კუნსტჰალე თბილისის თანადამფუძნებელი. 2012 წლის მარტი-ნოემბერი იყო თბილისის სახელმწიფო აკადემიის რექტორი. 2001-2012 წლამდე იყო Newman PopiashviliGallery-ის თანამფლობელი. იგი არის მრავალი გამოფენის კურატორი, მათ შორის, 1999 წლის ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე; 2004 წლის ფარაჯანოვის გამოფენა Zimmerli Art Museum-ში; 2012 – Reframing the 80s, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა; 2018 – “კარლო კაჭარავა დღეს”, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
ქეთი კაპანაძე ცხოვრობს და მუშაობს საქართველოსა და გერმანიაში. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984-1990). ქეთი 2000 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში. თავის შემოქმედებაში ის იძიებს იდენტობის თემას და ქალი ხელოვანის როლს საზოგადოებაში. ის მონაწილეობდა ისეთ საკვანძო ჯგუფურ გამოფენებში როგორებიცაა 1997 წლის IFA-ს გამოფენა From Painting to Photography; 1999 წელს After theWall, Moderna Museet, Stockholm, 2009 წელს Born in Georgia, Cobra Museum ამსტერდამში, 2012 წელს Revising the 80s ეროვნულ გალერეაში, თბილისი. 2018 წელს დაიკარგა 12 ქალი, აბრეშუმის მუზეუმში თბილისში. 2016 წელს KettlerVerlag-მა გამოსცა ქეთი კაპანაძის მონოგრაფია What isLove. 2007 წელს იმყოფებოდა Cité des Arts-ის რეზიდენციაში პარიზში. მისი ნამუშევრები არის ბოხუმის მუზეუმის, შტუტგარტის სახელმწიფო გალერეის, KunsthalleGöppingen-ის და Jane Voorhees Zimmerli Art Museum-ის კოლექციებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს