შემოსავლების სამსახურმა საბაჟო პუნქტებში ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება შეაჩერა – გამოვლინდა ტრანსპორტირების პირობების დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში – “სარფი“ და “ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა 50 487 კგ. ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება.
უწყების ცნობით, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის #463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!

ზურაბ ჯაფარიძე: ამ ქვეყანაში, მთავრობის გინება ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, კარგი მთავრობაც რომ იყოს, შეგიძლია მაინც აგინო, ამას ვერ ჩაკლავენ, არ გახდება ეს ქვეყანა თურქმენეთი, აშხაბადი არ იქნება თბილისი, გამორიცხულია