შემოსავლების სამსახური – ხის მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ხის მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ გავლით, უცხო ქვეყნიდან მომავალი ხის მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეჩერდა.
სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, 18მ3 ხის მასალაზე, დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმების და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებების არსებობა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ