“შემოვარდნენ იარაღებით, გაგვკოჭეს, გვცემეს” – ვანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ოჯახიდან 1 კგ ოქრო და 100 000 ლარამდე წაიღეს

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ოჯახი დააყაჩაღეს – პაიკიძეების ოჯახიდან წაღებულია 1 კგ ოქრო და თითქმის 100 000 ლარი.
ვანის ბაზარში მწვანილით მოვაჭრე ქალმა, 27 წლის მანძილზე ნაგროვებ ქონება ერთ ღამეში წაართვეს.
მზია პაიკიძე აცხადებს, რომ წაღებულია 58 000 ლარი, 13 000 აშშ დოლარი და ოქრო.
“შემოვარდა რამდენიმე ნიღბიანი, იარაღებით ხელში. გაგვკოჭეს, გვცემეს, გვირტყეს, ვუთხარი, ოღონდ ნუ დაგვხოცავთ და მოგცემთ ფულს მეთქი, თანხის ნაწილი გამოვიტანე, რაზეც არ დაკმაყოფილდნენ, შემდეგ სახლის ჩხრეკა თვითონ დაიწყეს, კარადაში შენახული ოქროს იპოვეს. სახლში კი გაკოჭილი დაგვტოვეს. საშინელ მდგომარეობაში ვარ, ყველაფერი, რასაც წლები ვაგროვებდი ერთ ღამეში წამართვეს”,- ამბობს მზია პაიკიძე.
პოლიცია ვერც დამნაშავეებს და ვერც გატანილ ფულსა და ძვირად ღირებულ ნივთებს ვეღარ პოულობს.
შემთხვევა 7 ოქტომბერს სოფელ სალხინოში მოხდა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო