“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიდეოჩანაწერები ნამდვილად არსებობს, მაგრამ რაც საჯაროდ გავრცელდა, არის მონტაჟის შედეგი” – რას ამბობს უჩა აბაშიძის ადვოკატი?

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიდეოჩანაწერები ნამდვილად არსებობს, მაგრამ რაც საჯაროდ გავრცელდა, არის მონტაჟის შედეგი” – რას ამბობს უჩა აბაშიძის ადვოკატი?
“მისი ერთადერთი ბრალია მოპოვება-შენახვა ამგვარი კადრების… შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიდეოჩანაწერები ნამდვილად არსებობს, მაგრამ რაც საჯაროდ გავრცელდა, არის მონტაჟის შედეგი” – ამის შესახებ უჩა აბაშიძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” გადაცემაში “სათვალე” განაცხადა.
ცნობისთვის, 11 მაისს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო