შემდეგი კვირის შეკრება მიეძღვნება კომპლექსური საკითხების განხილვას, ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ათ ქვეყანას, იმედი მაქვს, მიღებული იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება – თომას მიულმანი

ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინიციატივა იყო ისტორიული მომენტი და გადაწყვეტილება:
“საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინიციატივა იყო ისტორიული მომენტი და გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სვლას ევროპულ გზაზე. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე, საქართველო გამოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე და ევროპულ ოჯახში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. შემდეგი კვირის გადაწყვეტილება და შეკრება მიეძღვნება რთული და კომპლექსური საკითხების განხილვას – ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ათ ქვეყანას. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მიღებული იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება,” – აღნიშნავს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე

ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა-“ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს