“შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი” – “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” პირველი წარმომადგენელი გალში

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი, წერს, რომ საზოგადოებას პირველი წარმომადგენელი ჰყავს გალში, სოფია-ეკატერინე სოტკილავა.
სოფია–ეკატერინე სოციალურ ქსელში, წერს:
დიდი მადლობა გიორგი კეკელიძე
ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო და პასუხისმგებლობა, რაც სამყარომ ბუმერანგის პრინციპით დამიბრუნა ბავშვების და წიგნის უანგარო, უპირობო სიყვარულისთვის. ამ დიდი ამბით დღეს ყველაზე მეტად მამაჩემი იამაყებდა და გაიხარებდა მამას ნებიერას მისწრაფებებით წიგნის მასზე მეტად შეყვარებას არ ვიცი ოდესმე თუ შევძლებ. შეხვედრიდან გამოსული ისეთი გაბადრული მივუყვებოდი ქუჩას თავისუფლებიდან რუსთაველის გამზირისკენ, ისე უმისამართოდ მივაბიჯებდი გვიან მივხვდი, ინსტიქტურად იმ ბუკინისტისკენ (სიმბოლურია, რომ თემურ ძიაც დან არის) მივდიოდი, სადაც მამას საყვარელი “ვეფხისტყაოსანი”, ლურჯყდიანი და ზიჩის ნახატებით, აღმოვაჩინე ამ ცოტა ხნის წინ. ომის დროს მე და დედა ჩუმად რომ გადავიპარეთ ოტობაიაში, ფურცლებად დაგლეჯილი რომ დაგვხვდა. მა, შენ გიძღვნი ამ დიდ ამბავში ჩემს წილ შრომას
⟨⟨შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.⟩⟩

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც