შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება

-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება.
CIA-ს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა უკვე წააგო ომი მრავალ დონეზე, დაკარგა, სულ მცირე, 315 000 ჯარისკაცი და ომამდელი სატანკო პოტენციალის ორი მესამედი და ვერ მიუახლოვდა თავის სტრატეგიულ მიზანს – სა და უკრაინის დაპყრობას.
უილიამ ბერნსს ასევე მიაჩნია, რომ ში შეჭრამ შეარყია პუტინის ძალაუფლება, რასაც მოწმობს ევგენი პრიგოჟინის აჯანყება 2023 წლის ივნისში. ამავე დროს, პუტინს გადაწყვეტილი აქვს ომის გაჭიანურება, იმ იმედით, რომ დრო მის მხარესაა.
“წარმატების გასაღები არის დასავლეთის დახმარების შენარჩუნება. -ის თავდაცვის ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე ნაკლები მოკრძალებული ინვესტიციაა”, – წერს ბერნსი.
ის აღნიშნავს, რომ იარაღით დახმარება ს უფრო ძლიერ პოზიციას მისცემს სავარაუდო მოლაპარაკებების შემთხვევაში და ასევე უზრუნველყოფს შანსს უკრაინის გრძელვადიანი გამარჯვებისა და ს სტრატეგიული მარცხისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ევროკავშირის ელჩი შეიძლება პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდეს, მაგრამ რადგან ამ ბიუროკრატიის ნაწილია მას უფლება არ აქვს სხვანაირად ისაუბროს და სხვანაირად მოიქცეს, ის პირდაპირ დავალებას ასრულებს

გაიზარდა კონტროლი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად გადააზღვიოს კორუფციის რისკები და ეს სწორი პოლიტიკაა, მაგრამ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ