“შახტარი” უკრაინის თასის ფინალში გავიდა – აზაროვმა შესვენებამდე ითამაშა

უკრაინის თასის ნახევარფინალში „შახტარმა“ „ჩერნომორეცი“ 4:1 დაამარცხა.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი ისევ სასტარტოში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს, გიორგი გოჩოლეიშვილი კი მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა სათადარიგოთა შორის დატოვა.
15 მარტს, ფინალში „შახტარი“ „პოლესესა“ და „ვორსკლას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შახტარი – ჩერნომორეცი 4:1
გოლები: 1:0 სიკანი (13), 1:1 შტოგრინი (18), 2:1 ბონდარენკო (44, პენ), 3:1 სუდაკოვი (52), 4:1 სუდაკოვი (79)

ასევე დაგაინტერესებთ