შაქრო კალაშოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალა (“შაქრო მოლოდოი”), რომელსაც 2018 წელს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, УДО-ს (მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა) საფუძველზე გაათავისუფლეს – დადგენილება უსტ-ლაბინსკის სასამართლომ მიიღო, რომელმაც 70 წლის ზახარ (შაქრო) კალაშოვის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შემოსული მოთხოვნა დააკმაყოფილა, – ინფორმაციას „ოდიშინიუსი“ ავრცელებს.
სავარაუდოდ, ეს იმიტომ მოხდა, რომ შაქრო კალაშოვი, რომელსაც რუსეთში №1 “კანონიერ ქურდსაც” უწოდებენ, მხარს უჭერდა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერში” მსჯავრდებულთა შესვლას, რადგან სწორედ ამ პროცესის წარმატებაზე იყო დამოკიდებული, გაათავისუფლებდნენ თუ არა მას ვადამდე პირობითი მსჯარით, რაც მოხდა კიდეც.
შაქრო კალაშოვს 10 წლიანი სასჯელი 2018 წელს მიუსაჯეს,ბრალად კი მოსკოვის რესტორნის Elements-ის მფლობელ ჟანა კიმისთვის თანხის გამოძალვის ორი ეპიზოდი წაუენეს.
სხვათა შორის, 2021 წელს ს საგამოძიებო კომიტეტის პოლკოვნიკი ალექსეი კრამარენკო დააკავეს და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, შაქრო კალაშოვისგან ქრთამის აღების ბრალდებით. 2023 წელს კრამარენკო ში გაგზავნეს და ის იქ დღემდე რუსეთის მხარეს იბრძვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი