შარლ მიშელი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს

ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და ამის პასუხად ევროპულმა საბჭომ დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
გარკვევით ვიტყვი: უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონპროექტი ევროკავშირში საქართველოს ასპირაციასთან და მის გაწევრიანების ტრაექტორიასთან შეუსაბამობაშია, და დაახლოების ნაცვლად, საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს.