შარლ მიშელი – ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია

ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია.
ევროპული საბჭო მკაფიოა: რუსეთი აგრესორია, უკრაინა მსხვერპლია. უკრაინის შესახებ არანაირ საუბრებს არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი უკრაინის გარეშე”, – წერს მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიაში გაჟღერებულ ამდაგვარ ცნობებს ეხმაურება, რომელთა თანახმადაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – უნგრეთის – პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ვიზიტიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად უნგრულ მედიაში გავრცელდა, რის შემდეგაც ის, თავის წყაროებზე დაყრდნობით, “რადიო თავისუფლების” უნგრულმა სამსახურმაც დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა