შალვა პაპუაშვილი – ჯერჯერობით, არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია იმ საელჩოებისგან, რომლებიც მონაწილენი იყვნენ ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიისა – ველით განმარტებას და შედეგსაც

უკვე ერთ კვირა გავიდა, სტრასბურგის სასამართლოსგან მივიღეთ შეტყობინება და დადასტურდა, რომ ს საქმეზე არანაირი დარღვევა არ იყო. ჩვენ, ჯერჯერობით, არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია არცერთი იმ საელჩოსგან, რომლებიც ორი წლის წინ, მონაწილენი იყვნენ ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიისა – ველით ამის განმარტებას და შედეგსაც, შედეგი არის ერთადერთი – საქართველოს მოქალაქისთვის უსამართლო სანქციის მოხსნა, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, სტრასბურგის სასამართლოს პასუხს, რითაც მან პარტია „ახალის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას სარჩელის მიღებაზე უარი უარი უთხრა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, დადასტურდა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დასანქცირება, რომელიც ნიკა გვარამიას საქმეს განიხილავდა, უსამართლო იყო.
„ამ უსამართლო სანქციებმა საბაბი მისცა ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ NGO-ებს, რომ მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება. რაც შეეხება მოსამართლე ჩხიკვაძეს დადასტურდა, რომ ეს სანქცია იყო უსამართლო, უსაფუძვლოო და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მათ შორის, ეს არის პარტნიორული ურთიერთობის ნაწილი, როდესაც უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მიერ ასეთი რამ დასტურდება, ამაზე მოხდეს შესაბამისი რეფლექსია, ადეკვატური რეაგირება და ერთადერთი ადეკვატური რეაგირება, რა თქმა უნდა, იქნებოდა ამ სანქციის მოხსნა. სამწუხაროა, უკვე ერთ კვირა გავიდა, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოსგან მივიღეთ შეტყობინება, რითაც საბოლოო ჯამში, დადასტურდა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე არანაირი დარღვევა არ იყო და პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბარი აბსოლუტური სპეკულაცია იყო, ერთი კვირა გავიდა და ჩვენ, ჯერჯერობით, არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია არცერთი იმ საელჩოსგან, რომლებიც ორი წლის წინ, მონაწილენი იყვნენ ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიისა. შეგახსენებთ მაშინდელი დიპლომატების განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ მოტივაციებზე მიანიშნებდნენ და მათ შორის, გახსოვთ, რომ ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომლებმა პირდაპირ მოსთხოვეს ანგარიში ქართველ მოსამართლეს კონსტიტუციის და ზოგადად პარტნიორული ურთიერთობების ყველა ძირითადი პრინციპის დარღვევით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ახლა, მოელის განმარტებას, თავის დროზე, ეს რა იყო – ეს იყო ელჩის შეცდომა, საელჩოს თანამშრომლების შეცდომა, საელჩოს თანამშრომლების თუ საელჩოსთან დაფინანსებული NGO-ების რაიმე განზრახ შეცდომაში შეყვანა, საერთოდ, რასთან გვქონდა საქმე, ველით ამის განმარტებას და რა თქმა უნდა, ველით შედეგსაც და შედეგი არის ერთადერთი- საქართველოს მოქალაქისთვის უსამართლო სანქციის მოხსნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება თბილისის ქუჩებში გაკეთებულ წარწერებს „იძებნება სასამართლო“, „მურუსიძის ჩახოხბილი ვჭამოთ?“ და ა.შ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და რამდენიმე NGO-ს ერთობლივი კამპანია და სამწუხაროა, რომ ამაში იხარჯება გარკვეული ფული, მათ შორის უცხოური, რათა მოხდეს ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაცია.
ინფორმაციისათვის, „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ნიკა გვარამიას სარჩელი. გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი სარჩელი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ