შალვა პაპუაშვილი – შესაძლებლობა მქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შევხვედროდი – პია კაუმას პოზიციაა, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს

შესაძლებლობა მქონდა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შევხვედროდი, რომელიც როგორც საზოგადოებამ იცის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პია კაუმასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ს შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
„მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადე იმ საქმისთვის, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ გასწია არჩევნებზე დაკვირვების მხრივ, შეფასებების მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ პატივი სცეს ეუთო/ოდირის ანგარიშს. არჩევნებამდე გვესმოდა, რომ ს შეფასებისთვის ეუთო/ოდირის ანგარიში სახელმძღვანელო იქნებოდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველა ცდილობს, რომ ახლა ეუთო/ოდირის ანგარიშზე თვალი დახუჭოს, რომელიც ცალსახად იმ შედეგების ვალიდურობას აღნიშნავს, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგა. ყველა ცდილობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პირადი მოსაზრებები გაგვიმჟღავნოს ხოლმე. ასევე ეუთო-თან თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, ასევე იმ რეკომენდაციებზე, რაც არჩევნების შემდეგ არსებობს, როგორც საკანონმდებლო, ასევე საარჩევნო პრაქტიკის მხრივ. ასევე მოვახსენეთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო კარგად ჩატარდეს როგორც ტექნიკურ დონეზე, ასევე საარჩევნო გარემოს მხრივ. ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებიც განვახორციელეთ და თავისი კომპეტენციის ქვეშ არსებულ საკითხებზე მუშაობს. მისი პოზიცია ის არის, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაშია ასახული და რაზეც მან და მთლიანად მისიამ არჩევნებიდან მეორე დღეს ისაუბრა. 27 ოქტომბერს, როცა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები შედგა, საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს და ამ ფორმატში მუშაობა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ ხალხი, რომელიც სააკაშვილის მფარველები არიან, საქართველოს ომში ექაჩებოდა და საქართველოსთვის კარგი არაფერი უნდა, წაუყრუეს – ამ დასკვნას და ამ განცხადებებს. ზოგი „ისფედს“ იშველიებს, ზოგი „გამჭვირვალეობას“, ზოგი IRI-ს ზოგი USAID-ს. ანუ, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა თაღლითობასა და მიკერძოებულ საქმიანობაში,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა