შალვა პაპუაშვილი – ყველას შესახებ ვიცით უფრო მეტი, ვიდრე არასამთავრობო სექტორზე, ეს სექტორი არის ყველაზე არაგამჭვირვალე და ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში

ადამიანი თუ გათვითცნობიერებულია ქართული კანონის იდეაში, შეუძლებელია, აპროტესტებდე, რომ გქონდეს მეტი ინფორმაცია. საბედნიეროდ, ოპოზიციამ, შარშანდელთან შედარებით, ვერ შეძლო ჩვენი საზოგადოების იმხელა ნაწილის შეცდომაში შეყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, საზოგადოების სურვილია, რომ არასამთავრობო სექტორის შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ.
„დღესაც ვხედავთ გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ. ეს არის ყველაზე მარტივი საკითხი, რაც შეიძლება, მოქალაქისთვის არსებობდეს – ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვინდა თუ არა ვიცოდეთ უფრო მეტი მათზე, ვინც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში – და ასეთები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები – თუ გვინდა, ვიცოდეთ ნაკლები. ჩვენ გვინდა და გვაქვს უფლება, ვიცოდეთ უფრო მეტი, ისევე როგორც მეტი ვიცით საჯარო მოხელეების შესახებ, საჯარო დაწესებულებებზე, მოსამართლეებზე. ყველას შესახებ ვიცით უფრო მეტი, ვიდრე არასამთავრობო სექტორზე. დღეს ამ ქვეყანაში ყველაზე არაგამჭვირვალე არის არასამთავრობო სექტორი, რომელიც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვენეციის კომისია – ვწუხვართ, რომ კანონი მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

ვენეციის კომისია – კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში