შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ამ არჩევნებზე კატასტროფული მარცხი მათთვის ერთ რამეს ნიშნავს, ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც იმსახურებენ – მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი მიუჩინა!

ნურავინ იტყუებს თავს და ნუ იმშვიდებს, განსაკუთრებით ოპოზიციაში. ამ არჩევნებზე ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ერთ რამეს ნიშნავს, ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც იმსახურებენ. მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი მიუჩინა! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამ ადგილზე უნდა იყოს ქართველი ხალხის ვერდიქტით.
„თუ ფიქრობენ, რომ საქართველოში ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა და უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გაუქმდეს მოლდოვაში გუშინდელი საპრეზიდენტო , ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები, პოლონეთსა და ბულგარეთში. მილიონ მაგალითს მოგიყვანთ, დააკვირდით ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები როგორ არის, იქაც დაინახავთ ამ სტანდარტით ფარულობის დარღვევას.
ამომრჩეველთა მობილიზების წარმოჩენა თითქოს არ არის პარტიის მუშაობის საერთაშორისო სტანდარტი, ტყუილია. 5 წუთი და 2 სახელმძღვანელოს ამონარიდის ჩვენება იყო საჭირო, რომ ეს დიდი ფარსი გვემხილებინა.
მაღალი მხარდაჭერის მიზეზებს რაც შეეხება, ჩახედეთ, ის კომპლექსური სქემა რასაც საუბრობენ მარტივია. ამ სქემას ჰქვია დემოკრატია და ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხთან არ მიხვალ, ხალხი არ დაგიჭერს მხარს, იქ არ გექნება არანაირი შანსი, კარგი შედეგები რომ გქონდეს.
ნურავინ იტყუებს თავს და ნუ იმშვიდებს, განსაკუთრებით ოპოზიციაში. ამ არჩევნებზე ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ერთ რამეს ნიშნავს, ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც იმსახურებენ. მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი მიუჩინა! ამ ადგილზე უნდა იყვნენ ისინი ქართველი ხალხის ვერდიქტით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.