შალვა პაპუაშვილი – ნამდვილად ტრაგედიაა, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი ვერ იაზრებს, რას გულისხმობს „ვეტინგის“ სისტემა – ჭავჭავაძეს რომ ციტირებენ და მარტო მაისურებზე დასახატად უნდათ, რას ნიშნავს, „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“?

ილია ჭავჭავაძეს რომ ციტირებენ და მარტო მაისურებზე დასახატად უნდათ, რას ნიშნავს ის, რომ „„ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ – ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსამართლეები ჩვენითვე უნდა დავნიშნოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ვეტინგის“ სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ ქვეყანას უნარი არ აქვს მოსამართლეები თავად აირჩიოს და ამისთვის მას უცხოური ზედამხედველობა სჭირდება, ტრაგედიაა.
„როდესაც ადამიანი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა შენარჩუნებული აქვს, ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს უნარი, საკუთარი რესურსებით შეარჩიოს მოსამართლეები და უცხოური ზედამხედველები სჭირდება, ეს კი ნამდვილად ტრაგედიაა. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი ვერ იაზრებს, თუ რას გულისხმობს „ვეტინგის“ სისტემა. მან დღეს რეფერენდუმი და 9 აპრილი ახსენა. ილია ჭავჭავაძეს რომ ციტირებენ და მარტო მაისურებზე დასახატად რომ უნდათ, ეს რომ ჰგონიათ მხოლოდ ლიბერალობა, რას ნიშნავს ის, რომ ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს? ეს ნიშნავს რომ, ჩვენი მოსამართლეები ჩვენითვე უნდა დავნიშნოთ. რეფერენდუმიდან 33-ე წელს, რომ შექმნილია სხვადასხვა აქტორების ჯგუფი, ქალბატონი სალომეს ჩათვლით, რომელიც ამბობს, რომ ჩვენა ამის უნარი არ გვაქვს, რა არის ეს, თუ არა კაპიტულაცია საკუთარი ისტორიის წინაშე?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ