შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ კავშირებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
„შალვა პაპუაშვილის თქმით, თურქეთი ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, ნაყოფიერად თანამშრომლობენ საპარლამენტო დონეზე, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
შეხვედრაზე ასევე, „შუა დერეფნის“ განვითარებაში ორი ქვეყნის როლზე ისაუბრეს.
ჰულუსი აკარმა ხაზი გაუსვა ორივე ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას და ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას და, ასევე, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების განვითარებას. აგრეთვე, აღინიშნა სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობა.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ და თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მ,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ