შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტარების მიერ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყება სამარცხვინო მცდელობაა, კრიმინალი სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, „კრიმინალი [] სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან“.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად თავს არ თვლის და ზუსტად იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან.
„ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს დიდი ხანია და ვიცით, მათ შორის, საიდან მოდის დაკვეთა, რომელი ხაზები მუშაობს, რომელი ლობისტები მუშაობენ, რა ჯდება ეს ყველაფერი. ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი იცის იმის წყალობით, რომ ამერიკაში მოქმედებს „რუსული კანონი“. ჩვენთან რომ მოქმედებდეს „ამერიკული კანონი“, რომელსაც „რუსულ კანონს“ ეძახიან, ჩვენ ამას უფრო ადრე გავიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ, უმალავენ ჩვენს საზოგადოებას. ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, რომ კრიმინალი სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან. თავს ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად არ თვლის. არის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლის წინაშეც ის თავს თვლის ანგარიშვალდებულად. რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ