შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები – სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესში და ასაკში. ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 9 აპრილის მემორიალთან მიმდინარე პროცესს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აორგანიზებდნენ, რომლებიც ევროპული ქვეყნებიდან ფინანსდებიან.
„რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს სამარცხვინო აქტი იყო. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ ფეხქვეშ გათელეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა, ის იდეები რისთვისაც 9 აპრილს შეკრებილი ადამიანები საბჭოთა ჯარს წინ დაუდგნენ, ამ ადამიანებმა ფეხქვეშ გათელეს იდეა, რისთვისაც ეროვნული მოძრაობა იბრძოდა.
გუშინ რაც რუსთაველზე ხდებოდა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო ორგანიზებული – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საფარი“, „სირცხვილია“, რომლებსაც იქ ვხედავდით. ორგანიზაციები წინა დღეებში აორგანიზებდნენ ღონისძიებას, რომ ხელი შეეშალათ მათთვის მიუღებელი პირების მისვლისთვის რუსთაველზე, ამით მათ საზოგადოებას შორის დაპირისპირების პროვოცირება უნდათ და მას შემდეგ, რაც მათ საწადელს მიაღწიეს, თავად დაიწყეს ძალადობა. პრობლემა დონორებშია, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას შვედეთის სახელმწიფო აფინანსებს და გუშინ იქ სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა ყვიროდა და არა რომელიმე ქართველი NGO-ს თანამშრომელი. გუშინ იქ საკრებულოს წევრს, ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს თავს ესხმოდა, ძალადობდა და უყვიროდა კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენელი, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ თავად მივიდნენ მემორიალთან. კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს, ეს არის ის, რასაც ისინი აფინანსებენ, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი? შვედეთის საელჩოა პასუხისმგებელი, სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი დეზინფორმაცია და პროპაგანდა ევროპულ დაფინანსებასთანაა ასოცირებული. გუშინდელი ამაზრზენი აქტის შემდეგ, როდესაც ემოციურად დაზიანებული ადამიანების ისტერია ვნახეთ, სრული პასუხისმგებლობა ამ ამაზრზენ აქტზე კონკრეტული საელჩოებისა და დონორებს ეკისრებათ. ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე.
როდესაც შვედეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, ამაზრზენ თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველზე, რამდენიმე წუთში შვედეთის ელჩი მივიდა, სადაც მისი დაფინანსებული ორგანიზაციები 9 აპრილის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ, მივიდა და ყვავილებით შეამკო მემორიალი, ეს ფარისევლობა უნდა დასრულდეს! ველით პასუხს – ემიჯნება თუ არა შვედეთის საელჩო მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან მოწყობილ ამ ტერორს?
გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები – სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესში და ასაკში. ყველა ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს. მაშინ ჩვენ და დამოუკიდებლობის იდეას გვჩეხავდნენ ნიჩბებით, დღეს – სიტყვებით, ზიზღითა და დაპირისპირებით. არცერთი საელჩო, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს არ დაუგმია, არც პარლამენტის დაწვის მცდელობა, არც პოლიციელებზე ქვების სროლა, არც პოლიციელების დაწვა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით, არ დაუგმია ფაშისტური კამპანიები – ადამიანების დეჰუმანიზაციის, არ დაუგმია ზიზღის კამპანია, არ დაუგმია პროპაგანდა, ტყუილი დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი კი ევროპის სახელით ხორციელდება. თუ ძალადობას არ გმობ ესე იგი აქეზებ ძალადობას და თუ კი ძალადობას აქეზებ, მაშინ ამის თანამონაწილე ხარ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

2009 წელს სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე, როგორ ფიქრობთ, 18 354 საქმიდან, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა? – 18 საქმე. “ტროიკების” დროს, 10 პროცენტამდე იყო გამამართლებელი განაჩენი, აქ 0.001 პროცენტია

ჯეი დი ვენსი – ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ – თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ, სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს