შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელში, კაბინეტებში, საიდანაც გვეუბნებიან, რომ ზეპირად იციან ჩვენი კონტექსტი, ხასიათი, რა გვინდა, რა არ გვინდა, ისიც კი არ იციან მაგიდის გადასწვრივ ვინ უზით – ზურაბ ადეიშვილი, კრიმინალი – როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი?

იმ კაბინეტებში, საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ზეპირად იციან ჩვენი კონტექსტი, ჩვენი ხასიათი, რა გვინდა, რა არ გვინდა, ისიც კი არ იციან ზურაბ ადეიშვილი, კრიმინალი რომ უზით მაგიდის გადასწვრივ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ს განცხადებით, სა და მოლდოვაში „ვეტინგი“ ზურაბ ადეიშვილმა და მისმა ყოფილმა მოადგილემ ნონა წოწორიამ ჩაატარეს და სწორედ ამ მაგალითისკენ მოუწოდებს, პრეზიდენტი ხელისუფლებას.
„ხშირად, მათ შორის „ვეტინგზე“, უცხოელი აქტორები გვეუბნებიან ხოლმე, რომ გასაგებია, რომ ეს ჩვენთან არ ხდება, არც კვალიფიციური უმრავლესობა გვაქვს, არც სხვებს ვანიშნიებთ ჩვენს მოსამართლეებს, მაგრამ თქვენი კონტექსტისთვის, საქართველოს რეალობისთვის ეს კარგია. ჩვენ უცხოელი აქტორი გვეუბნება, რომ იმდენად იცნობს ჩვენს კონტექსტს, ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს, რომ ამბობს, რომ კვალიფიციური უმრავლესობა თქვენთან კარგია, იმუშავებს. მაგრამ რა აღმოჩნდა სულ ახლახან? ბრიუსელში, იმ კაბინეტებში, საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ზეპირად იციან ჩვენი კონტექსტი, ჩვენი ხასიათი, რა გვინდა, რა არ გვინდა, ისიც კი არ იციან მაგიდის გადასწვრივ ვინ უზით. ზურაბ ადეიშვილი, კრიმინალი რომ უზით მაგიდის გადასწვრივ, ესეც კი არ იცოდნენ ბრიუსელის იმ ოთხებში. ბოლოს ხომ ეს თქვეს, რომ იყო უკრაინის დელეგაცია და იმ დელეგაციაში ვინ ზის, ვინ არ ზის ჩვენ რა ვიცითო. ეს იყო მათი ახსნა. იმ კაბინეტში ისიც კი არ იციან, ზურაბ ადეიშვილი ვინ არის, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის როლი მართლმსაჯულებაში რას ნიშნავს, ადამიანის უფლებების სფეროში რას ნიშნავს. ადამიანი, რომელმაც წამების სისტემა ჩამოაყალიბა საქართველოში, ეს ადამიანი უზით, ის არ იციან ვინ არის და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვიცნობენ და ჩვენი რეალობა იციან?
კარგი, დავუშვათ არ იცოდნენ, ჩვენ რეაქცია ხომ გვქონდა, ელჩი ხომ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აუხსნეს ეს სიტუაცია. გუშინ იყო ღონისძიება ჰააგაში, ვინ იყო იცით ამის თანაორგანიზატორი? ევროპის კომისია. ის კომისია, სადაც კორიდორებში რომ დადიოდა ადეიშვილი და ჩვენ პროტესტი გამოვთქვით. თქვეს, რომ არ ვიცოდით თუ დელეგაციაში იყო. ახლა ხომ იცოდნენ, ხომ მოიწვიეს ეს ადამიანი? ეს რა არის და როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი, რა დამოკიდებულებაა ქართველი ხალხის, მისი იარების და ტკივილების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია ზუსტად ზურაბ ადეიშვილთან, რომელმაც ცივსისხლიანად ჩამოაყალიბა წამების სისტემა ამ ქვეყანაში, ახლა კონფერენციებზე უნდა იჯდეს და ჩვენ ამას მშვიდად უნდა ვუყუროთ? ეს არის ის ადამიანი, ვინც უკრაინაში ჩაატარა ის „ვეტინგი“ ჩვენ რომ გვეუბნებიან. მისი მოადგილეა ის ადამიანი, მოლდოვაში ახლა რომ ატარებს „ვეტინგს“. ჩვენ რომ გვეუბნებიან აი, კარგი მაგალითია, ნახეთ ზურაბ ადეიშვილი და მისი მოადგილე ნონა წოწორია და ამ მაგალითს ჩვენ რომ არ მივყვებით, ამაზე ქალბატონი სალომე რომ ამბობს, რომ უნდა მივყვეთო, ვის მხარესაა ის? ქართველი ხალხის მხარესაა თუ ზურაბ ადეიშვილის მხარესაა?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი