საია – სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საია 14:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.
„საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება.
დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება 26 პირის საქმეზე მიიღო, საიდანაც 22 პირის ინტერესებს საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად აწარმოებდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯინ შაჰინი – იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა გაკვირვებული – ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

სლოვაკეთის პრეზიდენტი: სლოვაკეთი საქართველოსა და მისი ხალხის მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს – უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება