შალვა პაპუაშვილი – ამ მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების 10% კანონად იქცა – რა პარლამენტებიც მე ვიცი, იქ ასეთი მონაცემები არ იქნება!

ამ მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების 10% კანონად იქცა – რა პარლამენტებიც მე ვიცი, იქ ასეთი მონაცემები არ იქნება! – ასე უპასუხა სპიკერატიდან ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რეზოლუციის პროექტის განხილვისას, რომელშიც ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების ხელოვნურად შეფერხებაზეა საუბარი.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის ბიუროს მიერ საკითხების განხილვის გადავადება კომიტეტების ინიციატივით ხდება.
„კანონპროექტები ასე არ იხილება – კომიტეტიც უნდა იყოს მომზადებული… კომიტეტი თავისი გეგმით მიყვება და ვიდრე მზად არ იქნება, რომ განიხილოს პროექტი, იქამდე არ განიხილავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ოპოზიციის რეზოლუციასთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა მოამზადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარის ს განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილია 93 საკანონმდებლო ინიციატივა და 93 საკანონმდებლო ინიციატივიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილულ და მიღებულ იქნა 8 საკანონმდებლო ინიციატივა – მათ შორის, 5 დაჩქარებული წესით.
მისივე ინფორმაციით, ოპოზიციის 26 საკანონმდებლო ინიციატივა ამ ეტაპზე განხილული არ არის და შესაბამისად, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებზე პარლამენტის ბიუროს მიერ განხილვის ახალი ვადა დადგინდა.
“განხილულ და უარყოფილ იქნა 12 საკანონმდებლო ინიციატივა, ხოლო განხილული და პირველი მოსმენით მიღებულია 2 საკანონმდებლო ინიციატივა.
ოპოზიციის მიერ წარდგენილი 33 საკანონმდებლო ინიციატივა საკომიტეტო განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა. კერძოდ: – 3 საკანონმდებლო ინიციატივა განხილულია წამყვანი კომიტეტის მიერ და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები. 30 საკანონმდებლო ინიციატივა, განხილულია იმ კომიტეტების მიერ, რომელთა დასკვნებიც კანონპროექტს უნდა ერთოდეს.
აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კანონპროექტი შეტანილია წამყვანი ან იმ კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში, რომელთა დასკვნებიც კანონპროექტს უნდა ერთოდეს, თუმცა ინიციატორების მიერ საკითხის კომიტეტის სხდომაზე წარდგენა არ ხდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …