ყურძნის წვნიანი – “რეცეპტი 1901 წელსაა დაფიქსირებული” – ზურაბ ბაუჟაძე

ღვინის ქვეყანაში ყურძენს მხოლოდ სასმელისთვის რომ არ იყენებდნენ ეს უჩემოდაც იცით.
აი, ყურძნის მარცვლისგან წვნიანს რომ ამზადებდნენ, ეს კი ბევრს არ ექნება გაგონილი. რეცეპტი 1901 წელსაა დაფიქსირებული. ავიღოთ 600 გრამამდე კუხი (უმწიფარი ყურძენი) გავასუფთაოდ, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. გავწუროთ საწურით და მიღებულ მასას ხის კოვზის ნელი მორევით (კარგად რომ გაიხსნას წვენში და ბურთულებად არ შეიკრას) დავუმატოთ ერთი ჭიქა ფქვილი (50 დან ას გრამამდე სჯობს). დავუმატოთ ორი თავი მოშუშული ხახვი, ორი სუფტის კოვზი დანაყილი ნიგოზი და კარგად ვადუღოთ, რომ ფქვილის გემო არ დარჩეს. ბოლოს დავუმატოთ მარილი გემოვნებით.
სურვილის შემთხვევაში შეიძლება კამის და ქონდარის დამატება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ