ყოველწლიურად მილიონ ამერიკელ მგზავრს United Airlines-ის რეგიონალურ ფრენებზე ხელბარგის შემოწმება აღარ მოუწევს

ყოველწლიურად მილიონ ამერიკელ მგზავრს United Airlines-ის რეგიონალურ ფრენებზე ხელბარგის შემოწმება აღარ მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას the street ავრცელებს.
ამჟამად მოგზაურები იძულებულნი არიან ეს გააკეთონ, რადგან თვითმფრინავის სალონებში ხელბარგის განყოფილებების ტევადობა სრულად დატვირთულ ფრენებზე ყველა ჩემოდანის განსათავსებლად არასაკმარისია.
United Airlines-მა გამოსავალი თავისი რეგიონალური 76 ადგილიანი Embraer 175 თვითმფრინავის თაროების გაზრდით იპოვა. ეს საშუალებას მისცემს თითოეულ მგზავრს, აიღოს მოძრავი ჩანთა თვითმფრინავის სალონში და აღარ ჩააბაროს.
United Airlines-ის ინფორმაციით, ახალი თაროების ტევადობა 80%-ით გაიზრდება, რაც მათ დამატებით 29 ჩემოდანის განთავსების საშუალებას მისცემს.
მოდერნიზაციის პირველი ეტაპის ფარგლებში, 2024 წლის ბოლოსთვის United Airlines-ის მიერ ოპერირებად 50 ერთეულ Embraer 175 თვითმფრინავი მიიღებს სალონში ბარგის ახალ განყოფილებებს. 2026 წლის ბოლოსთვის ახალი თაროები დამონტაჟდება 150-ზე მეტ Embraer 175-ზე.
Skywest-ის ფლოტის Embraer 175 თვითმფრინავი მოდერნიზაციას გაივლის. ის ახორციელებს რეგიონულ ფრენებს United Airlines-ისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ