“ყოველთვის მიჭირს შევეგუო კარგი ადამიანის წასვლას ამ ქვეყნიდან“ – ნინო სურგულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

პედაგოგი, მუსიკოსი დოდო ცინცაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე ავრცელებს და სამძიმრის წერილს საჯაროდ აქვეყნებს.
“ყოველთვის მიჭირს შევეგუო კარგი ადამიანის წასვლას ამ ქვეყნიდან. ქალბატონი დოდო ცინცაძე გარდაიცვალა. საოცარი პედაგოგი, მუსიკოსი და პიროვნება. არასოდეს არ დამავიწყდება მასთან სახლში ჩვენი ფორტეპიანოს გაკვეთილები, მიუხედავად იმისა რომ ათწლედში არ ვსწავლობდი მასთან მქონდა პატივი ერთი პერიოდი მემეცადინა. იგი ყოველთვის ღიმილიანი მხვდებოდა და ყოველთვის მგულშემატკივრობდა ისევე, როგორც მის მიერ აღზრდილ ძალიან ბევრ მუსიკოსსა და ახალგაზრდას.
ასეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ. მადლობა ღვაწლისთვის და ადამიანობისთვის!
ვიზიარებ ქალბატონი დოდოს ოჯახის და ყველა მისი ახლობლის მწუხარებას.
ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული“, – წერს ნინო სურგულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…