ყოველთვის გვეგონა, რომ მასობრივი სროლები ჩვენ არ გვეხებოდა – პრაღის მერი დედაქალაქში მომხდარ სროლაზე

ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან ში მომხდარ მასობრივ სროლას, რომელსაც, პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.
“ყოველთვის გვეგონა, რომ ეს [მასობრივი სროლები] ჩვენთან კავშირში არ იყო. ახლა აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი სამყაროც იცვლება და პრობლემა აქაც ჩნდება”, – განუცხადა ჩეხეთის დედაქალაქის მერმა, ბოჰუსლავ სლობოდამ ჩეხურ მედიას.
პრაღაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა: “ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის”, – აღნიშნულია განცხადებაში. საელჩომ ცხელი ხაზიც აამოქმედა.

ასევე დაგაინტერესებთ